
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის თქმით, გასულ კვირას კონტრშეტევების შედეგად უკრაინელმა დამცველებმა ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით თითქმის 18 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.
"გასულ კვირას აღმოსავლეთით და სამხრეთით შეტევითი მოქმედებების შედეგად თითქმის 18 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული. საერთო ჯამში გათავისუფლებულია 210.5 კვადრატული კილომეტრი", - წერს მალიარი.