სამხრეთ კორეაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 34 ადამიანი, 9 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
როგორც Reuters წერს, პრეზიდენტი იუნ სუკ იოლმა ხელისუფლებას კატასტროფაზე არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეაში ხანგრძლივმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.