ევროპარლამენტში ბევრი ადამიანია, რომელიც შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით - ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროპარლამენტში ბევრი ადამიანია შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მათ აქვთ უფლება,  გამოთქვან საკუთარი აზრი. 

ასე უპასუხა დიპლომატმა კითხვას, იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის გამო ევროპელი დეპუტატებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

"ევროპარლამენტის წევრებს აქვთ უფლება, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი და მე ვიცი, რომ იქ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ძალიან არის შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. მათ აქვთ უფლება დააფიქსირონ საკუთარი ხედვები გარედან ყველანაირი ჩარევის გარეშე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც ბრალდებულისა და როგორც პაციენტისა, იყოს სრულად დაცული", - ამბობს ჰერჩინსკი.

ცნობისთვის, 44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ევროდეპუტატები განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის სახელზე ავრცელებენ. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი