"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაურიც ამბობს, რომ ევროპარლამენტარებმა საქართველოს ბოდიში უნდა მოუხადონ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "დეზინფორმაციის" გავრცელებისთვის.
"ისე შორს როდესაც წავიდნენ და კონკრეტული დასახელებები მოაყოლეს, რითი არის სააკაშვილი მოწამლული, ამის ფონზე, როცა აზიანებს ქვეყანას, უნდა გამოხვიდე და ბოდიში მოიხადო, თუ შენ მართლა გულწრფელად გინდა იმ ქვეყანასთან და იმ ქვეყნის ხალხთან მეგობრობა.
ამ ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული მთავრობა, რომელიც ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, აქედან გამომდინარე, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, სულ რომ ყველა რადას წევრი არახამია გახდეს ერთ მშვენიერ დღეს, ღმერთმა დაიფაროს უკრაინა ამისგან, მაგრამ მაინც ვერაფერს შეცვლიან, რადგან ჩვენ ჩვენს სუვერენიტეტს დავიცავთ", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
ამავე თემაზე: