"ევროპარლამენტარის ეს განცხადება შეიძლება შევაფასოთ, როგორც ძალიან უხეში და არაკორექტული განცხადება. ეს არის უხეში მითითება, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს პრემიერმინისტრი იქნება, თუ სხვა პრემიერმინისტრი. ვფიქრობ, ასეთი ჭკუის სწავლება იმ ევროპარლამენტარისგან, რომელსაც საქართველოს მდგომარეობისა ბევრი არ გაეგება, პირიქით იქით ვურჩევ წაიკითხოს, გაეცნოს პრესას და ინფორმაციას საქართველოს შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს ასეთი უხეში განცხადებები".
თქვა "ხალხის ძალის" წევრმა, ეკა სეფიაშვილმა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსზე, რომელმაც NATO-ზე განცხადებების გამო ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა.