საბერძნეთში, ათენის სამხრეთით რაიონში ტყის მასშტაბური ხანძარია. მიმდებარე ტერიტორიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 12:30 საათზე დაბალ მცენარეულ ზონაში, კუვარასის დასახლებაში გავრცელდა. ძლიერი ქარისა და სიცხის გამო კი ხანძარი სწრაფად ვრცელდება.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.