ლარსის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გზის ახალი მონაკვეთების გაფართოება-კეთილმოწყობას იწყებს. მორიგი პროექტი, რომლის განხორციელებაზეც 12 მილიონი გამოიყო, თბილისი-ნატახტრის მონაკვეთია. სამუშაოების მიზანი 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობაა.
გზების დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ ამ მონაკვეთს ლარსთან კავშირი არ აქვს, თუმცა ამავე დეპარტამენტის დოკუმენტებში ჩანს, რომ საბოლოოდ ამ გზის კეთილმოწყობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე შეერთებაა.
დიდი პროექტი რუსეთზეა მორგებული და მიზანი ოკუპანტების დაუბრკოლებელი და მარტივი გადაადგილებაა. ლარსზე რიგები აღარ არის, რუსები კმაყოფილებას ვერ მალავენ, ამას ემატება ისიც, რომ რუსეთში აკრძალული ნივთები ოკუპანტებს საქართველოდან ამ პუნქტის საშუალებით გააქვთ და ამ ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს.