ოკუპაციის კანონის დამრღვევი რუსეთის მოქალაქეები მეორე დღეა თბილისში, სასტუმრო "ბილტმორში" ისვენებენ. პრო-პუტინისტი ბლოგერი დიმიტრი შილოვი და მისი მეგობრები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ.
შილოვმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავადვე ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ყვება, რომ აფხაზეთშია ნამყოფი და მიუხედავად ამისა, ქართველმა მესაზღვრეებმა კანონის დამრღვევები ქვეყანაში დაუბრკოლებლად შემოუშვეს. ეს ვიდეო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ბლოგერმა თავად გამოაქვეყნა, თუმცა საქართველოს მოქალაქეების რეაგირების შემდეგ მალევე წაშალა.