მესტიაში კარანტინისთვის 18 სასტუმრო შეარჩიეს

გამოქვეყნდა:

მესტიის მუნიციპალიტეტში 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი- ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით შერჩეული სასტუმროები სრულად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სტანდარტებსა და უსაფრთხოების ნორმებს, და საკარანტინო სივრცეებად მეპატრონეების თანხმობით გადაკეთდა.

"მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში შეძლებენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორებს, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ. ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. უკვე შექმნილია ცხელი ხაზი - 144, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებული პირი ინფორმაციის მიღებას შეძლებს, მათ შორის, როგორ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში. ასევე გრძელდება მუშაობა მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ვიზიტორებსა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებთან" ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის საკოოდინაციო საბჭომ მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი გამოაცხადა. მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, ბანკები, სასურსათო მაღაზიები.

10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 17 სწორედ სვანეთს უკავშირდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი