უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 18 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა დამატებით 710 სამხედრო დაკარგეს, ასევე, განადგურდა 4 რუსული ტანკი და 38 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:
- ჯარისკაცი - დაახლოებით 239 010;
- ტანკი - 4 119;
- ჯავშანტექნიკა - 8 051;
- საარტილერიო სისტემა - 4 542;
- სარაკეტო სისტემა - 689;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა - 428;
- თვითმფრინავები - 315;
- ვერტმფრენი - 310;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 839;
- საკრუიზო რაკეტები - 1 273;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 086;
- გემი/ნავი/კატარღა - 18;
- სპეციალური აღჭურვილობა - 677.