პოლონეთში, აეროდრომზე თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა - დაიღუპა 5, დაშავდა 8 ადამიანი

გამოქვეყნდა:

პოლონეთში, ვარშავასთან ახლოს მდებარე აეროდრომზე პატარა ზომის თვითმფრინავი ანგარს დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პილოტი.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კიდევ რვა ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, 13 ადამიანი ფარდულს უამინდობის გამო თავს აფარებდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი ცუდი ამინდი გახდა.

მაშველების ინფორმაციით, თვითმფრინავში 3 ადამიანი იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი