გასულ დღეს რუსეთის მიერ დონეცკზე თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

გასულ დღეს რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ, განაცხადა:

"გუშინ, დღის განმავლობაში, რუსმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის 3 მცხოვრები მოკლეს. ამასთან, დაშავებულია 4 ადამიანი," - ამბობს კირილენკო.

მისივე ცნობით, 18 ივლისის მდგომარეობით, დონეცკის ოლქში ჯამში, სულ მცირე 1 616 მშვიდობიანი მოქალაქეა დაიღუპა, დაშავდა 3 855. თუმცა, კირილენკო აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ზუსტი მონაცემების დადგენა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი