პირველი მსხვერპლი მინსკში - ბელარუსში დემონსტრაციები გრძელდება

გამოქვეყნდა:

მინსკის აქციებს პირველი მსხვერპლი ჰყავს, ინფორმაციას ბელარუსის შსს ავრცელებს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, დემონსტრანტები პრიტიცკის ქუჩაზე ბარიკადებს აშენებდნენ, რაშიც სპეცრაზმმა მათ ხელი შეუშალა რა დროსაც შეტაკება მოხდა. ბელარუსის ძალოვანი უწყება ამბობს, რომ მამაკაცს ხელში დაუდგენელი ასაფეთქებელი საშუალება აუფეთქდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტი ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა, დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გამოსვლები დაიწყო. ხალხი არჩევნების შედგების გაუქმებას ითხოვს და ამბობენ, რომ ლუკაშენკოს 80%-იანი მხარდაჭერის არ სჯერათ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი