"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა - სხვადასხვა თანამდებობაზე ახალი სახეები დანიშნეს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა სხვადასხვა თანამდებობებზე ახალი სახეები წარადგინა:

  • თათია ნიკოლაშვილი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იქნება;
  • ირაკლი ფავლენიშვილი გენერალური მდივნის მოადგილე;
  • ნიკოლოზ ჭურაძე კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსი;
  • ვანო მაღალაშვილი აღმასრულებელი მდივნის მოადგილე იქნება;
  • გვანცა გაზდელიანი იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • ედო ჯავახიძე სამოქალაქო ინტეგრაციის მდივნის პოზიციაზე დაინიშნა;
  • ალექსანდრე კრევო-ასათიანი საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილე იქნება;
  • გიგი გიგიტელაშვილი სამდივნოს აპარატის უფროსი.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ქვეყნიდან გაყვანის აუცილებლობა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. ისინი მედიასთან არ აკონკრეტებენ რა იქნება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც პარტია გაყვება, უწყვეტი აქციები თუ რაიმე სხვა სტრატეგია. 

სხდომაზე ისაუბრეს მოახლოებულ არჩევნებზეც, თუ რა სტრატეგიით უნდა წარსდგეს "ნაციონალური მოძრაობა".

"პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოხდა შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება, პირველი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი სამოქმედო გეგმა განისაზღვროს. იმავდროულად, მოხდა ახალი ინიციატივები ახალგაზრდების პარტიულ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით, ასევე, მოსმენილ იქნა რეგიონალური დეპარტამენტის ინფორმაცია პარტიული კამპანიური პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით", - თქვა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილმა. 

რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს, პარტიაში აცხადებენ, რომ მზად არიან ყველა პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლონ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი