ასოციაცია "დევნილები დევნილებისათვის" ორგანიზებით ამ წუთებში იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციას იმართება. დევნილების მთავარი მოთხოვნაა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის პროცედურების გამარტივება.
ასოციაციის თანადამფუძნებლის, ინგა ახალაიას თქმით, 2021-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობაზე 5 000-მდე დევნილს ეთქვა უარი. მისი თქმით, კომისია უარს "თითიდან გამოწოვილი" მიზეზებით ამბობს.
"სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც ეყრდნობა 2021-2022 წლის მონაცემებს, ათი ათას ხუთასსამოცმა ადამიანმა მიმართა. აქედან დაკმაყოფილდა მხოლოდ 5 000 ადამიანი და 5 600 ადამიანს ეთქვა უარი მოქალაქეობაზე. ეს ადამიანები წლიდან წლამდე იბრძვიან, რომ მიენიჭოთ მათ მოქალაქეობა, მაგრამ ყოველ ჯერზე მათ უარს ეუბნებიან. მიუხედავად იმისა, რომ სრულად აკმაყოფილებენ კანონს, აბარებენ ბრწყინვალედ გამოცდებს, მაგრამ მათ სამწუხაროდ კომისია ეუბნება უარს თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო, 28-ე მუხლით და მე-16 მუხლით. 28-ე მუხლი იგულისხმება, რომ თითქოსდა მათ კავშირი არა აქვთ საქართველოსთან. მე-16 მუხლი არის ის, რომ საფრთხეს წარმოადგენენ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის და სირცხვილია ასეთი მუხლებით ჩვენს თანამემამულეებს რომ უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობაზე," - აცხადებს ახალაია.