
უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, ამერიკის მიერ გაგზავნილი კასეტური საბრძოლო მასალები უკვე უკრაინაშია და მალე მზად იქნება გამოსაყენებლად. ამის შესახებ სირსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მედიის ინფორმაციით, კასეტურ საბრძოლო მასალებს ბახმუტში გამოიყენებენ.
ინტერვიუში სირსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. BBC-ის არ დაუკონკრეტებია სად და როდის შედგა ინტერვიუ.
შეგახსენებთ, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ბოლო სამხედრო დახმარება კასეტურ იარაღს მოიცავს. პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინას ეს იარაღი უკვე გადასცა. კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. ამერიკა, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციის ხელმომწერები არ არიან.