ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის მოქალაქე დააკავეს - გაერო

გამოქვეყნდა:

გაეროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთისას აშშ-ს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სარდლობა ავრცელებს, რომელიც დემილიტარიზებულ ზონაში მუშაობს. 

არსებული ინფორმაციით, კაცი საზღვრისპირა სოფლებში ტურში იმყოფებოდა, როცა ჩრდილოეთ კორეის საზღვარი უნებართვოდ გადაკვეთა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად ჩრდილოეთ კორეაში პატიმრობაშია და კორეის სახალხო არმიასთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად ვმუშაობთ", - ნათქვამია გაეროს სარდლობის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი