ბრიტანეთი ინდოეთი-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკს შეუერთდა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი ინდოეთი-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკს შეუერთდა. ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეთისთვის ეს ყველაზე მსხვილი სავაჭრო გაერთიანებაა და პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ამ გაერთიანების წევრი გახდა.

ინდოეთი-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ახალ ზელანდიაში მოეწერა. ახლა მხოლოდ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანხმობაა საჭირო.

ხელშეკრულების მიხედვით, ბრიტანეთს საშუალება ექნება შემცირებული ბარიერებით ივაჭროს ბლოკის წევრ ქვეყნებთან. ბლოკი ჯამში 11 ქვეყანას აერთიანებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი