კასპში ნაცემი პოლიციელი - ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ადგილობრივებსა და შსს-ს თანამშრომლის ცოლს შორის დაიწყო

გამოქვეყნდა:

კასპში, შსს-ს მაღალჩინოსნის ცემის ბრალდებით სამი პირია დაკავებული - მიხეილ მაისურაძე, ბექა ღუდუაშვილი და ჯაბა ცეცხლაძე. სამივე წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

მომხდარის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება - ერთ-ერთის მიხედვით, დაპირისპირება ახალგაზრდებსა და  პოლიციელის ცოლს შორის დაიწყო. ქალი მათ კუთვნილ ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც დახმარება მეუღლეს სთხოვა.

"[ცოლი] საჭესთან ყოფილა, როდესაც გაიარა სარკეს დაარტყა და მოტეხა. გავაკეთებო ესენი მოწეულში იყვნენ, თუ ნასვამები და ამ ქალს ცემა დაუწყეს, ბავშვს ვიდეო გადაუღია ამ ბიჭებისთვის. როდესაც ვეღარ შეაგნებინა, მამამ იარაღი ამოიღო, ხელი აუკრეს, იარაღი დააგდებინეს... თავი ჰქონდა გატეხილიო იმ  კაცს" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი

დაპირისპირების შემდეგ, პოლიციელმა ჰაერში ისროლა, ადგილობრივებმა კი მას იარაღი წაართვეს და ფიზიკურად  გაუსწორდნენ. დაშავებული პოლიციელი სამედიცინო დახმარების ჯგუფმა "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარის ადგილს შსს-ს თანამშრომლებმა უკვე დაასრულეს საგამოძიებო მოქმედებები. მათ უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გამოძიებას უკვე აქვს ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი