"15 წელი საქართველოში შეჭრიდან" - ევროპარლამენტში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"15 წელი საქართველოში შეჭრიდან - ევროპის უსაფრთხოება - დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა .... ვინ იქნება შემდეგი?" - ამ წუთებში ევროპარლამენტში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ინიციატორიც გავლენიანი პოლონელი დეპუტატი ანა ფოტიგაა. საერთაშორისო ფორუმში ვალდას ადამკუსი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, ვიქტორ იუშენკო - იმ 5 პრეზიდენტიდან 3 მონაწილეობს, რომლებიც 2008 წელს რუსთაველის გამზირზე საქართველოს პუტინის ჯარებისგან იცავდნენ. კონფერენციაზე საპატიო სტუმრად არის მიწვეული მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, დღეს ბრიუსელში მას გიორგი ბარამიძე წარადგენს. კონფერენციაზე წაიკითხავენ მესამე პრეზიდენტის წერილს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი