აშშ უახლოეს დღეებში უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ, $1,3 მლრდ-იან პაკეტს გამოაცხადებს - Reuters

გამოქვეყნდა:

აშშ უახლოეს დღეებში უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ, $1,3 მლრდ-იან პაკეტს გამოაცხადებს - ინფორმაციას Reuters-ი ორ ამერიკელი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაკეტში შედის VAMPIRE საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, Phoenix Ghost და Switchblade დრონები.

ასევე, უკრაინა მიიღებს ავსტრალიური კომპანიის DroneShield-ის უპილოტო საჰაერო ხომალდების მნიშვნელოვან რაოდენობას, რადარებს, სენსორებსა და ანალიტიკურ სისტემებს.

არ არის გამორიცხული, სამხედრო დახმარების პაკეტის შინაარსი და ღირებულება მის გამოცხადებამდე შეიცვალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი