გერმანული პრესა კვლავ საქართველოს ხელისუფლებას ადანაშულებს. ირაკლი ღარიბაშვილის მხილების შემდეგ, "ფრანკფურტერ ალგემაინე" აქვეყნებს სტატიას, რომელშიც საუბარია რუსეთში, საქართველოს გავლით აკრძალული საქონლის შესაძლო იმპორტზე.
ლაპარაკია საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, რომელსაც რუსეთში ჩასვლის შემდეგ შლიან და მის მიკროჩიპებს სამხედროები ისკანდერისა და კინჟალის ტიპის რაკეტებისთვის იყენებენ. გამოცემა წერს, რომ ევროპული ქვეყნებიდან ეს ტექნიკა შესაძლოა საქართველოს და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების გავლით სწორედ რუსული არმიის განკარგულებაში ხვდება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი