"კასპში ნაცემმა თბილისის პოლიციის მაღალჩინოსანმა და მისმა მამამ, პოლიციის შენობაში ბრალდებულებს სცემეს" - ამის შესახებ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში დაკავებული პირების ადვოკატი ნოდარ ცინცაძე საუბრობს.
გარდა ამისა, ადვოტკატი ადასტუერბს, რომ დაპირისპირებას ადგილობრივებსა და შსს-ს თანამშრომელს შორის წინ მცირე ავტოავარია უძღოდა.
"სამი ადამიანია დაკავებული. ამ სამიდან რეალურად კონფლიქტში მონაწილეა ერთი, რომლის მიმართაც მეორე მხრიდან მყოფმა პოლიციელმა და მისმა მამამ, დაიწყეს ეს კონფლიქტი. შემდეგ ამ პოლიციელმა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, დაუმიზნა და რომ არა ადამიანები. რომლებმაც ხელში ხელი მოკიდეს და ააქნევინეს, ეს ტყვია ვის მოხვდებოდა კაცმა არ იცის. ამას წინ მცირე ავტოავარია უძღოდა. ეს არის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე. რასაც ბრალდებულები ამბობენ, მათზე პოლიციაში განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება. ეს განხორციელდა იმავე პოლიციელის და მისი მამის მხრიდან პოლიციის შენობაში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება ამ ფაქტზე" - ამბობს ადვოკატი
შეგახსენებთ, რომ კასპში, შსს-ს მაღალჩინოსნის ცემის ბრალდებით სამი პირია დაკავებული - მიხეილ მაისურაძე, ბექა ღუდუაშვილი და ჯაბა ცეცხლაძე. სამივე წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.