ტრამპი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე დაკავებას ელის

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმზე შტურმის და 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დაკავებას ელის. როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, მას სპეციალურმა მრჩეველმა, ჯეკ სმიტმა კვირას ღამით აცნობა, რომ გამოძიების სამიზნე იყო.

"მე ვარ ნაფიც მსაჯულთა გამოძიების სამიზნე და ძალიან მოკლე, 4 დღის ვადას მაძლევენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში გამოვცხადდე, რაც თითქმის ყოველთვის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას ნიშნავს," - წერს ტრამპი. 

ტრამპის განცხადებაზე ჯეკ სმიტს კომენტარი არ გაუკეთებია. 

​შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე კონგრესის გამოძიებამ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის ბრალდება წამოაყენა. 6 იანვარს ამერიკის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ამ დროს თეთრ სახლთან ტრამპის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი და არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. კაპიტოლიუმზე შტურმს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი