რუსებმა ბახმუტში, ორეხოვო-ვასილიევკას მახლობლად თავიანთი პოზიციებიდან უკან დაიხიეს - უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით, ორიჰოვო-ვასილივკას მიმდებარე პოზიციებიდან რუსებს უკან დააახევინეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ანდრიი კოვალევი ავრცელებს. 

როგორც კოვალევი ამბობს, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს. 

"საომარი მოქმედებების წარმოებისას რუსი დამპყრობლები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ პოზიციებიდან ორეხოვო-ვასილიევკას ჩრდილო-აღმოსავლეთით", - თქვა მან.

მისივე ცნობით, რუსი ჯარისკაცები ძლიერი დაცვები აქვთ მომზადებული, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი სერიოზულ დანაკარგს განიცდიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი