დაპირისპირება პოლიციელთან - კასპში მომხდარზე სასამართლო იწყება

გამოქვეყნდა:

მეტეხის ინციდენტით შსს-ის შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტერესდება.  ჰქონდა თუ არა გადაცდომას ადგილი თბილისის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილის მხრიდან, კაციტაძის უწყებამ უნდა დაადგინოს. 

"მთავარი არხის" ინფორმაცია დადასტურდა და ახლა უკვე ოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ ხელჩართული ჩხუბის და სროლის საქმეში მაღალჩინოსანი ლაშა ტუხაშვილი ფიგურირებს. მასზე ძალადობის და იარაღის წართმევის საქმეზე დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე გორის სასამართლოში მსჯელობა ამ წუთებში იწყება.  

დაკავებულების ადვოკატი სასამართლოზე მისი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვებას მოითხოვს და ამბობს, რომ ბრალი მიზანმიმართულადაა დამძიმებული და რეალურად პოლიციელისა და მისი ოჯახის მხრიდან ჰქონდა გადაცდომებს ადგილი. ლაშა ტუხაშვილი და მისი მამა დაკავებულებს კასპის პოლიციაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი