სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, პიერ-ალექსანდრე კრევომ, რომელიც გუშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნა, განაცხადა, რომ იმედი აქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისივე შეფასებით, „სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ხედავს სააკაშვილის შეწყალების საჭიროებას“.

კრევოს განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინვე უპასუხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი