პუტინი სამხრეთ აფრიკაში სამიტზე დასასწრებად აღარ ჩავა - Reuters

გამოქვეყნდა:

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის სირილ რამაფოსას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, რომ Brics-ის სამიტს პირადად არ დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

სამიტზე, რომელსაც ინდოეთის, ჩინეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის წევრი ქვეყანაა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პუტინი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავიდოდა, ადგილობრივი სამართალდამცველები ვალდებულები იქნებოდნენ, რომ პუტინი დაეკავებინათ. 

პუტინის დაკავების თავიდან არიდების მიზნით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა რუსეთს სთხოვა, რომ პრეზიდენტის მაგივრად ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრს წარედგინა, თუმცა თავდაპირველად თხოვნაზე უარი მიიღო. მოგვიანებით, სირილ რამაფოსმა საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ უფლება მიეცათ, არ დაეკავებინათ პუტინი მათ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ. 

პრეზიდენტის თქმით, "პუტინის დაკავება რუსეთთან პირდაპირი ომის დაწყება იქნებოდა". 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. ორდერი რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანას ავალდებულებს, რომ მათ ქვეყანაში მოხვედრის შემთხვევაში, ის დააპატიმრონ.

Brics-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22 - 24 აგვისტოს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი