EU უკრაინის არმიის მხარდასაჭერად €20 მილიარდიანი ფონდის შექმნას გეგმავს - Politico

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებისთვის ფონდის შექმნასა და ოთხი წლის განმავლობაში 20 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ხუთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. 

Politico-ს თქმით, ფონდით უკრაინისთვის იარაღის პირდაპირი მიწოდება არ იგეგმება. როგორც გამოცემა განმარტავს, ბრიუსელი ქვეყნებს სხვადასხვა იარაღის (ტანკები, რაკეტები და სხვა) შესყიდვაში დაეხმარება, შემდეგ კი ისინი უკრაინას გადაეცემა. ფონდი დაფარავს უკრაინელი სამხედროების წვრთნის ხარჯებსაც.

გამოცემა წერს, რომ ამ იდეის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმაც, მიგვანიშნა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გამოსვლისას, სადაც მან განაცხადა:

"თქვენ უნდა მისცეთ საშუალება უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი. ამგვარად, ევროპული სამშვიდობო გეგმა შესაძლოა უკრაინისთვის თავდაცვის ფონდი გახდეს."

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სამხედრო დაფინანსების შესახებ ახალი წინადადება EU-ს ქვეყნებს განსახილველად ორშაბათს უკვე გადაეგზავნა და მას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. Politico-ს ორი წყაროს თქმით, მიზანი შემოდგომისთვის ამ წინადადების მიღებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი