
ირლანდიის პრემიერმინისტრი ლეო ვარადკარი უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად, ქალაქი ბუჩა მოინახულა.
ვარადკარი ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ირლანდიის პრემიერთან უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს.
"მივესალმები უკრაინაში ირლანდიის მთავრობის მეთაურს, ლეო ვარადკარს. დღეს ჩვენ გავმართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს...მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია ნეიტრალური ქვეყანაა, ეს ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს გულგრილობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მხარდაჭერისთვის!" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ირლანდიის პრემიერი შეხვედრებს გამართავს უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან და პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთანაც.
"მე აქ ვარ, რათა გამოვხატო ირლანდიის სოლიდარობა უკრაინის მთავრობისა და ხალხის წინაშე, რომლებიც 500 დღეზე მეტია რუსეთის თავდასხმებით იტანჯებიან," - თქვა ვარადკარმა.