ღარიბაშვილმა 11 აგვისტოს შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და სამხედრო მოსამსახურეებმა სოფელ შინდისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ღარიბაშვილმა დაღუპული სამხედროების მშობლებს მადლობა გადაუხადა და მათ შვილებს ახალგაზრდა თაობისთვის გმირობის მაგალითი უწოდა.

შინდისის ბრძოლა არის მართლაც ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი გმირობის ისტორია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნას, ჩვენ ქედს ვიხრით მათი სულების წინაშე, მათ მშობელბს მადლობას ვეუბნებით იმისთვის, რომ ასეთი გმირები აღუზარდეს და აჩუქეს ჩვენს სამშობლოს, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

12 წლის წინ, 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია. ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 

12 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი