20 ივლისის 00:00 საათიდან, უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება იარაღის პოტენციურ მატარებლად - რუსეთის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

20 ივლისიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება იარაღის პოტენციურ მატარებლად - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ:

„2023 წლის 20 ივლისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდად.

ასეთი გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება უკრაინის კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვა.

შეგახსენებთ, ოკუპანტმა ქვეყანამ 17 ივლისს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. 

ეს ხელშეკრულება რუსეთ- უკრაინას შორის თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება იყო, რომლითაც რუსეთი უკრაინული ხორბლით დატვირთულ გემებს აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ გზას გაუხსნიდა. დერეფანი უკრაინას საშუალებას აძლევდა ექსპორტზე გაეტანა ხორბალი, რომელსაც შიმშილის ზღვარზე მყოფი რიგი აფრიკული ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი