სანქციების საფრთხე საქართველოს სულ უფრო სწრაფი ტემპით უახლოვდება. ყირგიზეთი, რომელთანაც ქვეყნის ტვირთბრუნვა ბოლო პერიოდში რეკორდულად არის გაზრდილი, შეერთებული შტატების სამიზნეშია. რამდენიმეთვიანი მონიტორინგი ადასტურებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ერთ-ერთია, საიდანაც ოკუპანტი რუსეთი ორმაგი დანიშნულების და ამადროულად დასანქცირებულ პროდუქციას იღებს. გამტარი კი ამ შემთხვევაშიც შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს. ამის მტკიცების საფუძველს კი ექსპერტებს ყირგიზეთთან რე-ექსპორტის უკიდურესად გაზრდილი სტატისტიკა აძლევს, რომელიც უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ თითქმის 1 400 პროცენტით არის გაზრდილი.