ევროპარლამენტარები EU-ს ლიდერებს უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების დაჩქარებულად გადაცემისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტართა ჯგუფი ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის F-16 ავიაგამანადგურებლების გადაცემის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ 30 ევროდეპუტატის საერთო წერილშია ნათქვამი, რომელიც ტომაშ ზდეხოვსკის მიერ იყო ინიცირებული. 

“უკრაინისთვის ამ მაღალტექნოლოგიური ავიაგამანადგურებლების მიწოდება მის ანტისაჰაერო თავდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს, სამოქალაქო მოსახლეობის უკეთესი დაცვის გარანტორი იქნება და სამომავლო აგრესიას შეაჩერებს”, - წერია წერილში.

წერილის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების დაჩქარებული გადაცემა "უკრაინის თავდაცვისა და შეტევითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად" არის საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი