Whatsapp შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლების 59% წერს, რომ შეტყობინებების გაგზავნა უჭირს, 38% აპლიკაციაში ვერ შედის, პროგრამის ვებგვერდით სარგებლობას კი მათი 3% ვერ ახერხებს.
რა გახდა შეფერხების მიზეზი, უცნობია. კომპანიის წარმომადგენლებს განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.