ყოველთვის, როცა ხდება გააქტიურება ჩემი შვილის გარედან, აქედან ჩნდება რაღაც სიბინძურე, რომ გადაფარონ - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ ყოველთვის, როცა მისი შვილის თემის გააქტიურება საზღვარგარეთ ხდება, საქართველოში ცდილობენ ის მაქსიმალურად გადაფარონ. ასე გამოეხმაურა ის პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ მათ არანაირი სურვილი არ აქვთ პოლონურ მხარესთან გააგრძელონ თანამშრომლობა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოჯახის მიმართ შეთავაზება, რომ უცხოელი ექიმები ჩამოიყვანონ, ძალაში რჩება. 

"ყოველთვის, როცა ხდება გააქტიურება ჩემი შვილის გარედან, აქედან უცებ ჩნდება რაღაც მორიგი სიბინძურე, რომ გადაფარონ ის კარგი, რაც მოხდა იქ. მთელი ეს თითქმის ორწლიანი ყოფნა ჩემი შვილის იქ, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ჩემი შვილი როგორმე მოიშორონ თავიდან, ანუ მოკლან. ამას ემსახურებოდა მისი მოწამვლა, ამას ემსახურებოდა მისი წამება და ყველაფერი რაც მან გამოიარა. ახლა ადამიანი არის უკიდურეს მდგომარეობაში, ამას მე ვხედავ ყოველ შესვლაზე, კახექსიური, ძვალი და ტყავია ფაქტია", - ამბობს გიული ალასანია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი