რუსეთმა ომში დაახლოებით 240 010 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 240 010;
  • ​ტანკი - 4 129;
  • ჯავშანტექნიკა - 8 065;
  • საარტილერიო სისტემა - 4 592;
  • სარაკეტო სისტემა - 692;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 433;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 310;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 918;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 293;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 134;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 685.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი