რუსეთმა უკრაინას "ონიქსის", "კალბირისა" და "ისკანდერის" რაკეტებით, ასევე დრონებით შეუტია - 38-დან 18 სამიზნე განადგურდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების დილით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა 38 საჰაერო თავდასხმა განახორციელა სამხრეთ უკრაინაზე ღამისა და გამთენიის განმავლობაში. უწყება ამბობს, რომ კრემლმა გამოიყენა დაახლოებით ორი ათეული ფრთოსანი რაკეტა და "კამიკაძე" დრონები. 

უკრაინული მხარის ცნობით, რუსული ძალები თავს დაესხნენ "პორტებს, ბურჯებს, საცხოვრებელ შენობებსა და საცალო ქსელებს" სამხრეთ ქალაქებში ოდესასა და მიკოლაივში.

საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვამ გაანადგურა 18 სამიზნე, მათ შორის 13 "შაჰედი", ორი საზღვაო ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი" და სამი ისკანდერ-K სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა. 

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ყირიმში მდებარე ბასტიონის სანაპირო სარაკეტო სისტემიდან შვიდი ფრთოსანი რაკეტა "ონიქსი" გაისროლეს, ოთხი Kh-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტა რვა Tu-22M3 თვითმფრინავიდან, სამი საზღვაო ფრთოსანი რაკეტა Kalibr შავ ზღვაში მდებარე "სავარაუდოდ წყალქვეშა ნავიდან", და ხუთი Iskander-K სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა ყირიმიდან.

უკრაინის საჰაერო ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა ყირიმიდან და კურსკიდან 19 "'შაჰიდის" დრონი გაუშვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი