ბელარუსი სამხედროები "ვაგნერელებთან" ერთად პოლონეთის საზღვართან წვრთნებს ატარებენ

გამოქვეყნდა:

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელარუსის სამხედრო ძალები დაქირავებულ სამხედრო ჯგუფ "ვაგნერთან" ერთად სამხედრო წვრთნებს ატარებენ პოლონეთის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე.

"კვირის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების ჯგუფი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავებს სასწავლო და საბრძოლო ამოცანებს "ბერცკის" სასწავლო ბაზაზე", - წერს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო Telegram-ზე.

მათივე ცნობით, წვრთნებთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი