
ოდესაში რუსი ოკუპანტების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ცხედარი შენობის ნანგრევების ქვეშ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
ოდესის რეგიონის პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, ცხედარი დანგრეული ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომელს ეკუთვნის. ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ კიპერი ამბობს, რომ ის 2002 წელს დაბადებული მოქალაქე იყო.
"ძებნის დროს ადმინისტრაციული შენობის ნანგრევების ქვეშ კაცის ცხედარი ვიპოვეთ, წარსულში - დაცვის სამსახურის თანამშრომელი", - წერს პროკურატურა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოდესის რეგიონში ადმინისტრაციული შენობა 20 ივლისის გამთენიისას დაბომბეს. დაბომბვის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 15 წლის ბიჭი. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
დაბომბვისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციის შენობა და საოფისე ფართი, საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება, ლიცეუმი, საბავშვო ბაღი და მანქანები.