
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დატოვება "სურსათის უზარმაზარ კრიზისს" შექმნის.
"რაც ჩვენ უკვე ვიცით არის ის, რომ ეს პროცესი შექმნის სურსათის დიდ და უზარმაზარ კრიზისს მსოფლიოში", - უთხრა ბორელმა ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შესვლამდე.
ბორელის თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად ესხმის თავს მარცვლეულის შემნახველ ობიექტებს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სასურსათო კრიზისს.