ახმეტის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი ახალგაზრდებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახმეტის, ლაგოდეხის, ყვარელისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. 

დღევანდელი შეხვედრის თემა სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ აქტივობებში ახალგაზდობის ჩართულობა იყო.

სამწუხაროდ, ხელისუფლებას დღეს ერთადერთი მიდგომა აქვს, დაიგეგმოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ახალგაზრდულ პოლიტიკაში ნებისმიერი მათთვის სასურველი მიმართულება და შემდეგ განხორციელდეს მათი მხრიდან ისე, რომ არ კითხონ ახალგაზრდებს, - ამბობს ბოტკოველი.

მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ, მისი მთავარი დასაყრდენი ახალგაზრდების ინიციატივები იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი