ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ორ სამხედრო აეროდრომზე აფეთქება მოხდა - მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში ორი რუსული საჰაერო ბაზა აფეთქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian და Radio Svoboda ავრცელებს.

როგორც Unian წერს, აფეთქებების ხმა ისმოდა ნოვოფედერივკასა და ივანოვკას მიმართულებებით.

"ძლიერი აფეთქებები იყო ივანოვკასა და ნოვოფოდორივკას სოფლებში.. აფეთქებები იყო სიმფეროპოლის რაიონში, მუშაობს საჰაერო თავდაცვა", - ციტირებს Unian თვითმხილველებს. 

ამასთან ერთად, თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება მოხდა გვარდისკის რეგიონში არსებულ სამხედრო აეროდრომზე.
 
Radio Svoboda-ს ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა ნოვოფედორივკას სამხედრო აეროდრომის მახლობლადაც. 

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ აეროდრომზე განლაგებულია 43-ე ცალკეული საზღვაო თავდასხმის საავიაციო პოლკი, საიდანაც ხშირად ხორციელდებოდა თავდასხმა უკრაინის სამხრეთ რეგიონებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი