ბულგარეთის მმართველი კოალიცია გეგმავს, შეწყვიტოს კონცესიური ხელშეკრულება "რუსულ პორტზე", რომლის მეშვეობით "ლუკოილს" რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის იყენებს.
როზენეტის პორტი ერთადერთი ნავთობის პორტია ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე. ის 2011 წლიდან რუსული კომპანიის სრული კონტროლის ქვეშაა. ბოიკო ბორისოვის მთავრობამ "ლუკოილთან" 35 წლიანი კონცესიის ხელშეკრულება დადო. რუსულ "ლუკოილს" ეკუთვნის ბულგარეთის ერთადერთი გადამამუშავებელი ქარხანა, ნეფტოჩიმ ბურგასიც.
კოალიციური სამთავრობო პარტიების ერთ-ერთმა ლიდერმა კირილ პეტკოვმა განაცხადა, რომ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურა უნდა კონტროლდებოდეს ბულგარეთის სახელმწიფოს მიერ.
"ჩვენი სტრატეგიული მიზანია შენგენის ზონაში შესვლა და ეს არის დიდი ნაბიჯი. ეს ნაბიჯი ასევე შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციას სანქციების შესახებ. ამდენად, ჩვენ ვაცხადებთ, რომ შენგენი ბულგარეთის ეროვნული მიზანია, ჩვენს საკვანძო ობიექტებს მოტივების გარეშე არავის გადავცემთ", - განაცხადა პეტკოვმა.
წლების განმავლობაში, ბევრმა პოლიტიკოსმა და ეკონომიმისტმა გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მიერ პორტზე მოპოვებული კონტროლის გამო და მას ბულგარეთის ტერიტორიაზე რუსულ ანკლავსაც უწოდებენ. უფრო მეტიც, ჟურნალისტურმა გამოძიებებმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ბულგარეთი არ აკონტროლებს რუსული ნავთობის იმპორტის რაოდენობას, რითაც კარგავს უზარმაზარ შემოსავალს გადასახადების თვალსაზრისით.
საკონცესიო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, "ლუკოილი" პორტში ოპერირებას გააგრძელებს, მაგრამ ამისათვის შესაბამის საფასურს გადაიხდის, ხოლო სახელმწიფო სრულ კონტროლს აღადგენს ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურაზე. ეს საშუალებას მისცემს მთავრობას, გახსნას პორტი სხვა ტვირთების იმპორტისთვის, გარდა რუსული კომპანიის მიერ შეკვეთილისა.