ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ქვედანაყოფებს ტანკებისა და საბრძოლო თვითმფრინავების ყოლის უფლება მიეცა. გადაწყვეტილება რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ უკვე მიიღო.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, კადიროვის ქვედანაყოფები „როსგვარდიის“ შემადგენლობაში შედიან.
თუ ადრე „როსგვარდიას“ მხოლოდ მსუბუქი ჯავშანტექნიკის უფლება ჰქონდა, ახლა მას შეიარაღებაში ნებისმიერი სამხედრო ტექნიკის მიღება შეუძლია. კანონი ფედერაციის საბჭომაც უნდა დაამტკიცოს და რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვმა მოსკოვიდან ბრძანება მიიღო აფხაზეთში 800 მებრძოლის გადასროლის შესახებ. კადიროველებმა "რეფერენდუმის" ჩატარების დროს კონტროლი უნდა უზრუნველყონ.