იოჰანესბურგში გაზის მიწისქვეშა მილი აფეთქდა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიწისქვეშა გაზის მილი აფეთქდა. გამოცემა Aljazeera 
წერს, რომ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 41 კი დაშავდა.

ქალაქის მერის თქმით, 12 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მედიის ინფორმაციითვე, შემთხვევა პიკის საათის დროს მოხდა და შედეგად დაზიანდა ქუჩაზე მდგომი მანქანებიც. 

ადგილზე მობილიზებულ იყო სამაშველო ჯგუფები. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი