ლიეტუვა კიბერთავდასხმის შედეგად NATO-ს სამიტის მონაცემების გაჟონვას ადასტურებს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა, რომ გასულ კვირას სამთავრობო სისტემებზე კიბერთავდასხმის შედეგად, NATO-ს სამიტის მონაცემებმა გაჟონა

"პოლიცია აგრძელებს წინასწარ გამოძიებას. პრობლემის სიღრმე, სავარაუდოდ, უფრო დიდია, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი... დიახ, კიბერინციდენტი დაფიქსირდა, მაგრამ ზარალის მასშტაბი ჯერ დადგენილი არ არის", - განაცხადა კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ვილმანტას ვიტკაუსკასმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მთავრობის კანცლერმა საიდუმლოების დაცვის საკოორდინაციო კომისიას სთხოვა გამოქვეყნებული დოკუმენტების ავთენტურობისა და საიდუმლოების შეფასება.

"ინსტიტუციებს, რომელთა დოკუმენტები საჯარო გახდა, სთხოვეს შეეფასებინათ ისინი: ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ არის გამჟღავნებული, გაყალბებით", - განაცხადა ვიტკაუსკასმა.

ვილნიუსში NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს ჩატარდა. კიბერდამნაშავეებმა მიიღეს წვდომა რამდენიმე საიდუმლო მონაცემზე სამიტის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ეს, კერძოდ, იყო ინფორმაცია იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ უსაფრთხოებაზე, ასევე დელეგაციების მარშრუტებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი