"დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა, სამეული დამთავრდა, სავარაუდოდ გვექნება საუბარი "ლელოსთან" - კობერიძე

გამოქვეყნდა:

დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა, გავიყარეთ და ცხადია ეს სამეული დამთავრდა იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო - აცხადებს გირჩი-მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე კობერიძე "სტრატეგია აღმაშენებლის," დროასა" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" გაერთიანების შესახებ და ამბობს, რომ მისი პარტია ენმ-სთან საერთო საარჩევნო სუბიექტად ყოფნას არ აპირებს:

"ჩვენ არ ვაპირებთ ნაციონალურ მოძრობასთან ერთად საერთო საარჩევნო სუბიექტი ვიყოთ, თუ იქნება საუბარი რაიმე მესამე ძალაზე, მესამე ცენტრზე, რომელიც მოახერხებს ამ ორი დიდი სუბიექტის დაბალანსებას, ამასთან მიმართებაში მიმღებლობა გაგვაჩნია. ჩვენი მოტივაციაა, რომ არც ერთი პროდასავლური ხმა არ დაიკარგოს. მე მჯერა, რომ გირჩს დამოუკიდებლადაც აქვს პოტენციალი იბრძოლოს 5%-იანი ბარიერის გადასალახად, მაგრამ რისკიც ძაან დიდია, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ გვექნება საუბარი "ლელოსთან" და სხვა პროდასავლურ პარტიებთან" ამბობს კობერიძე.

შეგახსენებთ, დღეს, 20 საათზე ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. დეტალები, ორი პარტიის პოლიტიკური ერთობის შესახებ, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი