აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან ბანკები, კერძო პირები და საწარმოები.

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოლექსი კუდრინს, კომპანია "იანდექსის" კორპორაციული განვითარების მრჩეველს და პაველ მარინიჩევს, „ალროსას“ გენერალურ დირექტორს. სიაში ასევე მოხვდნენ სმოლენსკის ოლქის გუბერნატორი ვასილ ანოხინი და FSB-ის უფროსის მოადგილე სერხი კოროლევი.

სანქცირებულთა შორისაა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე რიმ ენ-ჰიოკი, რომელიც "ვაგნერის" ლიდერთან ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირია,  ასევე რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს უფროსის პირველ მოადგილე ვასილ ოსმაკოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ოლექსი ხერსონცევი, „კალაშნიკოვის“ კონცერნის გენერალური დირექტორი ვოლოდიმირ ლეპინი.

ვაშინგტონმა შეზღუდვები დაუწესა „ტინკოფ ბანკის“, „სოლიდარობის“ და „უნისტრიმის“ ბანკებს.

შავ სიაში მოხვდა "კლიმოვსკის სპეციალიზებული საბრძოლო ქარხანა", "ყაზანის სახელმწიფო დენთის ქარხანა", ფრუნზეს სახელობის საპროექტო ბიურო "არსენალი", "კურგანპრილადი" და ლაზერული სისტემებისა და კომპლექსების ცენტრი "ასტროფიზიკა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი