"120 კმ/იანი თავისუფალი გადაადგილების ზონა" - რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს ქვეყანაში გადაადგილებას უზღუდავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრიტანელ დიპლომატებს ქვეყანაში გადაადგილებას უზღუდავს. ახალი რეგულაცია არ შეეხებათ ელჩს, მრჩეველს, საელჩოს საკონსულო განყოფილების უფროსს მოსკოვში და გენერალურ კონსულს ეკატერინბურგში.

რუსეთი აცხადებს, რომ ეს არის პასუხი "ლონდონის მტრულ ქმედებებზე, მათ შორის იმ ქმედებებზე, რომლებიც აფერხებენ რუსეთის საგარეო მისიების ნორმალურ ფუნქციონირებას დიდ ბრიტანეთში".

სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს საქმეთა დროებით რწმუნებულ განუცხადა, რომ "დაუშვებელია კიევის რეჟიმის ტერორისტული ქმედებების მხარდაჭერა".

ბრიტანელი დიპლომატების რუსეთში მოგზაურობის ახალი "შეტყობინებების" პროცედურა ითვალისწინებს სულ მცირე ხუთი სამუშაო დღით ადრე მოხსენებას მოსკოვისა და ეკატერინბურგის გარშემო "120-კილომეტრიანი თავისუფალი გადაადგილების ზონის" გარეთ მოგზაურობის შესახებ.

"დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ვადის, მიზნის, მოგზაურობის სახის, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საკონტაქტო ინფორმაციის, თანმხლები პირების, ტრანსპორტის სახის, დანიშნულებს ადგილისა და მარშრუტის შესახებ", - ნათქვამია დოკუმენტში.

დასავლელი დიპლომატები წლებია რუსეთის მხრიდან თვალთვალის პრაქტიკაზე საუბრობენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში დიპლომატიურ მისიას მძიმე სამუშაო პირობების უმაღლეს კატეგორიად აფასებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი